როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
შებრძანდით
რეგისტრაციის გვერდზე და შეავსეთ ყველა მოთხოვნილი ველი. თითოეულ ველზე ინფორმაციის მისაღებად მიიტანეთ მაუსის ისარი ველის გვერდზე არსებულ კიტხვის ნიშანთან.
როგორ შევცვალო ფავორიტი კატეგორია?
ფავორიტი კატეგორიის შესაცვლელად შებრძანდით თქვენი პროფილის გვერდზე, აირჩიეთ ახალი კატეგორია, შეიტანეთ პაროლი * -ით მონიშნულ ველში და დააჭირეთ რეგისტრაციას.
დღეს ვუპასუხე 10-დან მხოლოდ 4 კითხვას, დამერიცხება თუ არა დარჩენილი კითხვები მომდევნო დღეს?
მომდევნო დღეს დაგერიცხებათ მხოლოდ 6 კითხვა. სანამ არ ამოწურავთ დარჩენილი კითხვების ლიმიტს არ მოხდება ახალი 10 კითხვის დარიცხვა.
ყოველ ორშაბათს კი მიუხედავად იმისა რამდენ კითხვას უპასუხეთ მიიღებთ ახალ კითხვებს.
როგორ გამოვიწვიო სხვა მომხმარებელი დუელში?
მომხმარებლის დუელში გამოსაწვევად საჭიროა რეიტინგის გვერდზე მოძებნოთ სასურველი მომხმარებელი, მიიტანოთ მაუსი მის სურათთან და ამოშლილ მენიუში აირჩიოთ ”გამოწვევა”.
რამდენი მომხმარებლის გამოწვევა შემიძლია დღის განმავლობაში?
დღის განმავლობაში შეგიძლიათ 3 მომხმარებლის გამოწვევა.
მოქმედებს თუ არა ძირითად რეიტინგზე გამოწვევებში დაგროვილი ქულები?
არ მოქმედებს.
როგორ დავაყენო ავატარი (სურათი) ?
ავატარის დასაყენებლად შებრძანდით თქვენი პროფილის გვერდზე, browse ღილაკზე ხელის დაჭერით აირჩიეთ სასურველი სურათი, შეიტანეთ პაროლი * -ით მონიშნულ ველში და დააჭირეთ რედაქტირებას.
შენიშვნა:
1. ავატარის დასაყენებლად უნდა იმყოფებოდეთ სულ მცირე მეორე დონეზე (2 ვარსკვლავი).
2. ავატარის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 200 x 200 პიქსელს.
3. ავატარის ფორმატი უნდა იყოს: .jpg; .png; .gif
4. ავატარის ზომა უნდა იყოს 30 კილობაიტზე ნაკლები.
როგორ დავიმსახურო ბონუს კითვები და დახმარებები?
ბონუს კითვების და დახმარებების მისაღებად საჭიროა მიმდინარე კვირაში გქონდეთ სწორი პასუხები არაუმცირეს 60%-ისა. ამ შემთხვევაში მოხდება ბონუსების მომდევნო კვირაში დარიცხვა.
შენიშვნა: დაწვრილებითი ინფორმაცია ბონუსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ
წესების გვერდზე, ბონუსების ქვეგანყოფილებაში.
საიტზე დავამატე კითხვები და ჯერ კიდევ არ გაუვლია მოდერაცია. რატომ?
საიტის ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მცირე ხანში შეამოწმოს ყველა შემოტანილი კითხვა. კითხვის მოდერაციის დასაჩქარებლად ეცადეთ კითხვა შემოტანილი იყოს ქართული ფონტით დამითითებული ჰქონდეს ინტერნეტ რესურსი.