ქართული კლავიატურის გათიშვა (~)
თამაშს წარმოგიდგენთ

ავტორიზაცია

მოთამაშეები: 14379

გააქტიურებული: 8106
გაუაქტიურებელი: 5489
დაბლოკილი: 784

კითხვები: 5618

 

კითხვები

მოთამაშეებს ყოველდღიურად ეგზავნებათ 10 კითხვა, კითხვებს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. კითხვაზე პასუხის გასაცემად მოთამაშეს ეძლევა 10-60 წამი, თუ ამ დროის განმავლობაში კითხვას არ გაეცემა პასუხი, ის ჩაითვლება გამოტოვებულად.
კითხვებს აქვს თავისი წონა (1-მარტივი, 2-საშუალო, 3-რთული). სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშეს ემატება შესაბამისი ქულა, არასწორი პასუხის შემთხვევაში აკლდება კითხვის წონის 30%, ხოლო კითხვის გამოტოვების შემთხვევაში აკლდება კითხვის წონის 10%.
თუ ათივე კითხვას იმავე დღეს არ გაეცემა პასუხი, შემდეგ დღეებში ახალი 10 კითხვის გაგზავნა არ მოხდება, სანამ დარჩენილ კითხვებს არ უპასუხებს. ეს წესი არ მოქმედებს ახალი კვირის დაწყებაზე, ახალ კვირაში თავიდან ხდება 10 კითხვის გაგზავნა.

ფავორიტი კატეგორია

რეგისტრაციის დროს მოთამაშე ირჩევს ფავორიტ კატეგორიას. კატეგორიის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას შეცვლილი ფავორიტი კატეგორია მიმდინარე თამაშზე გავლენას არ მოახდენს. დღის განმავლობაში დასმული კითხვების 25% (დამრგვალების გარეშე, მაგ: 15-ის 25% არის 3) იქნება დასმული ფავორიტი კატეგორიიდან. დანარჩენი კითხვები დაისმება სხვადასხვა კატეგორიებიდან, თითოეული კატეგორიიდან მაქსიმუმ 1 კითხვა - თუ დღის კითხვების რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია 20-ის, 20-ზე მეტი კითხვის შემთხვევაში, თითოეული კატეგორიიდან დასმული კითხვების მაქსიმალური რაოდენობა არის 3. მეექვსე და ზედა დონის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი ხდება დამატებითი ყოველდღიური ფავორიტი კატეგორიის არჩევა, რომლიდანაც დაისმება დღიური კითხვების 15% (დამრგვალების გარეშე). დამატებითი ფავორიტი კატეგორია და ფავორიტი კატეგორია არ შეიძლება რომ იყოს ერთი და იგივე.

აკრძალულია

ერთი და იგივე პიროვნების დარეგისტირება რამოდენიმეჯერ, ამ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაუბლოკოს ამ პიროვნებას ყველა მომხმარებელი.

დონეები

თამაშში არის 9 დონე. თამაშის დაწყებისას ყველა მოთამაშე არის პირველ დონეზე. ყოველ შემდეგ დონეზე გადასასვლელად მოთამაშეს სჭირდება ქულების გარკვეული რაოდენობა.
ახალ დონეზე გადასვლა ხორციელდება ყოველი კვირის დასაწყისში - ორშაბათს 00:00-ზე. მეოთხე დონიდან დაწყებული, მოთამაშეების რაოდენობა თითოეულ დონეზე შეზღუდულია.

დახმარებები

მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა დახმარებები:
  • კითხვის გამოტოვება - კითხვის გამოტოვება ქულის დაკლების გარეშე
  • კითხვის გამოცვლა - იგივე სირთულის სხვა კითხვის მიღება
  • დროის მომატება - 30 წამის მომატება პასუხის გასაცემად
  • მოთამაშეების დახმარება - სხვა მოთამაშეების მიერ გაცემული პასუხების ჩვენება
  • 50/50 - ორი არასწორი პასუხის გაქრობა
დონე საჭირო ქულების რაოდენობა ადგილების რაოდენობა დამატებითი შესაძლებლობები
1 0 შეუზღუდავი დამატებითი 7 კითხვა - 20 კითხვის შეტანაზე
2 100 შეუზღუდავი ავატარის დაყენება
3 220 შეუზღუდავი -
4 375 700 დამატებითი 7 კითხვა - 15 კითხვის შეტანაზე
7 კითხვის გამოტოვება
5 575 300 7 კითხვის გამოტოვება
3 კითხვის გამოცვლა
6 870 100 დამატებითი ყოველდღიური ფავორიტი კატეგორიის არჩევა
7 კითხვის გამოტოვება
5 კითხვის გამოცვლა
3 დროის მომატება
7 1290 30 დამატებითი 7 კითხვა - 10 კითხვის შეტანაზე
10 კითხვის გამოტოვება
7 კითხვის გამოცვლა
5 დროის მომატება
3 მოთამაშეების დახმარება
8 1750 10 10 კითხვის გამოტოვება
7 კითხვის გამოცვლა
7 დროის მომატება
5 მოთამაშეების დახმარება
3 დახმარება 50/50
9 2250 1 10 კითხვის გამოტოვება
10 კითხვის გამოცვლა
10 დროის მომატება
7 მოთამაშეების დახმარება
5 დახმარება 50/50
ცხრილი 1: მომხმარებლის დონეები და დახმარებები.

ბონუსები

კვირის განმავლობაში კითხვებზე გაცემული პასუხების სისწორის მიხედვით ხდება მოთამაშისათვის დამატებითი შესაძლებლობების დარიცხვა, რომლებიც ძალაში შევა მომდევნო კვირიდან.
პასუხების
სისწორე (%)
დამატებითი კითხვები
(ყოველდღე მომდევნო
კვირის განმავლობაში)
სხვა ბონუსები
100 23 25 კითხვის გამოტოვება
23 კითხვის გამოცვლა
18 დროის მომატება
15 მოთამაშეების დახმარება
12 დახმარება 50/50
95-99 18 20 კითხვის გამოტოვება
18 კითხვის გამოცვლა
14 დროის მომატება
11 მოთამაშეების დახმარება
8 დახმარება 50/50
90-94 13 17 კითხვის გამოტოვება
13 კითხვის გამოცვლა
10 დროის მომატება
7 მოთამაშეების დახმარება
5 დახმარება 50/50
85-89 10 14 კითხვის გამოტოვება
10 კითხვის გამოცვლა
7 დროის მომატება
5 მოთამაშეების დახმარება
80-84 7 11 კითხვის გამოტოვება
7 კითხვის გამოცვლა
5 დროის მომატება
3 მოთამაშეების დახმარება
75-79 5 8 კითხვის გამოტოვება
5 კითხვის გამოცვლა
3 დროის მომატება
70-74 3 5 კითხვის გამოტოვება
3 კითხვის გამოცვლა
65-69 2 3 კითხვის გამოტოვება
2 კითხვის გამოცვლა
60-64 1 2 კითხვის გამოტოვება
1 კითხვის გამოცვლა
ცხრილი 2: მომხმარებლის ბონუსები.

კითხვების შეტანა თამაშში

მოთამაშეებს შეუძლიათ თვითონვე შეიტანონ კითხვები თამაშში. 1,2,3 დონის მომხმარებლები ყოველ 20 შეტანილ კითხვაზე მიიღებენ 1 კითხვას მომდევნო კვირის განმავლობაში ყოველდღე, 4,5,6 დონის მომხამრებლები 15 კითხვაზე, ხოლო 7,8,9 დონის მომხმარებლები 10 კითხვაზე. კითხვები შეტანილად ჩაითვლება მოდერაციის გავლის შემდეგ.
კვირის განმავლობაში მოთამაშე მიიღებს მაქსიმუმ 2 ყოველდღიურ დამატებით კითხვას. დარჩენილი შემოტანილი კითხვების შესაბამის ბონუსებს - მომდევნო კვირას.

მთავარი   |   რეიტინგი   |   წესები   |   ხ.დ.კ.   |   ფორუმი   |   კონტაქტი

viqtorina.ge 2010